ფეხბურთი

15:49 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მაროკოსთან გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას 17 ნოემბერს გამართავს და ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

თამაში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შედგება, მაროკო ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილზეა და მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებია.

საქართველოს ნაკრები აღნიშნული ტესტ-მატჩისთვის მზადებას 14 ნოემბერს, თბილისში დაიწყებს, მეორე დღეს კი გუნდი ემირატებზე გაემგზავრება. თამაში 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ვილი სანიოლის გუნდი ბოლოს ერთი წლის წინ საბერძნეთის ნაკრებთან დამარცხდა, ხოლო მას შემდეგ 9 მატჩი მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107201