ფეხბურთი

14:53 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სკირა: „რეალი,“ „სიტი“ და „ლივერპული“ კვარაცხელიას აკვირდებიან“

„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელით, ხვიჩა კვარაცხელიათი, ევროპის ტოპ-კლუბები დაინტერესდნენ - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, 21 წლის გარემარბს ხუთ კლუბს: მადრიდის „რეალს,“ „მანჩესტერ სიტის,“ „ჩელსის,“ „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ უკავშირებენ. ამ კლუბების სკაუტები უკვე იტალიაში არიან და ქართველს აკვირდებიან.

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ კი განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ხვიჩას არ გაყიდის. მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში კვარაცხელიამ 17 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104603