სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

15:39 | 31.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა სეზონში მე-14 გამარჯვება მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა მექსიკის დიდი პრიზი მოიგო და ერთ სეზონში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით, რეკორდსმენი გახდა. მექსიკაში მოპოვებული გამარჯვება, არის მე-14, რითაც ძველი რეკორდი ერთით გააუმჯობესა. 13 გამარჯვება მიხაელ შუმახერის და სებასტიან ფეტელის ანგარიშზეა.

ფერსტაპენმა რბოლა პოულიდან დაიწყო და კარგი სტარტით შეინარჩუნა ლიდერობა. რბოლის 71 წრის განმავალობაში, ერთი პიტ სტოპი შეასრულა (26-ე წრეზე), სოფტებიდან მედიუმებზე გადავიდა და უპრობლემოდ მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. ფინშთან მან მეორეზე გასულ ლუის ჰამილტონს 15.186 წამით მიასწრო. მესამე ადგილზე მისი თანაგუნდელი სერხიო პერესი გავიდა.

„გამორჩეული სეზონი იყო და ვეცდებით, უფრო მეტს მივაღწიოთ“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვისთვისაც ეს მექსიკაში მოპოვებული მეოთხე გამარჯვებაა. სხვათა შორის, შარშანდელ რბოლაშიც იგივე პილოტები, იმავე მიმდევრობით განლაგდნენ.

მექსიკაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ფერსტაპენი მეორეზე გადასულ პერესს 136 ქულას უგებს. ჰოლანდლს 416 ქულა აქვს, რაც ჰამილტონის რეკორდულ ქულებზე (2019 წელი) სამით მეტია. „რედ ბულმა“ ზედიზედ მეცხრე, სულ კი, გასული 20-დან მე-16 რბოლა მოიგო.

ჰამილტონმა განაცხადა, რომ პირველ პიტ სტოპამდე, ფერსტაპენს მეტნაკლებ კონკურენციას უწევდა, თუმცა შემდეგ ჩემპიონი მედიუმებზე გადავიდა, „მერსედესმა“ კი თავისი ლიდერი ჰარდებზე გადაიყვანა. ჰამილტონი თვლის, რომ სწორედ ამის გამო ვეღარ შეძლო ლიდერის ტემპის აყოლა.

მექსიკის დიდი პრიზი

მექსიკო სიტი, დისტანცია 305.354 კმ (4.304 კმ, 71 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:38'36.729
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 15.186
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 18.097
  4. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 49.431
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 58.123
  6. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'08.774
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1 წრე
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1 წრე
  9. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
  12. ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 1 წრე
  13. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  14. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
  15. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1 წრე
  16. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  19. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 8 წრე
  20. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 21 წრე

უსწრაფესი წრე: ჯორჯ რასელი - 1:20.153 (71 წრე, 193.310 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 416 (ჩემპიონი); 2. მაქს ფერსტაპენი - 280; 3. მაქს ფერსტაპენი - 275; 4. ჯორჯ რასელი - 231; 5. ლუის ჰამილტონი - 216; 6. კარლოს საინსი - 212; 7. ლანდო ნორისი - 111; 8. ესტებან ოკონი - 82; 9. ფერნანდო ალონსო - 71; 10. ვალტერი ბოტასი - 47; 11. სებასტიან ფეტელი - 36; 12. დანიელ რიკარდო - 35; 13. კევინ მაგნუსენი - 24; 14. პიერ გასლი - 23; 15. ლანს სტროლი - 13; 16. მიკ შუმახერი, იუკი ცუნოდა - 12; 18. გუანიუ ჟოუ - 6; 19. ალექსანდრ ელბონი - 4; 20. ნიკოლას ლატიფი, ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, უილიამსი) - 2; 22. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 696 (ჩემპიონი); 2. ფერარი - 487; 3. მერსედესი - 447; 4. ალპინი - 153; 5. მაკლარენი - 146; 6. ალფა რომეო - 53; 7. ასტონ მარტინი - 49; 8. ჰაასი - 36; 9. ალფატაური - 35; 10. უილიამსი - 8.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111635
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X