ფეხბურთი

12:22 | 26.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ერთი წაგებით უფრო მეტს ვისწავლით, ვიდრე ზედიზედ 10 მოგებით"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ლაიფციგთან“ მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ერთი მარცხისგან უფრო მეტის სწავლაა შესაძლებელი, ვიდრე ზედიზედ 10 მოგებისგან.

„საკმაოდ რთული თამაში იყო. ჩემი გუნდისთვის ინტენსივობის ნაკლებობა არ შემიმჩნევია, ადრე თუ გვიან, წავაგებდით და ეს მარცხი მტკივნეულია, მაგრამ შეიძლება ითქვას, ნაკლებად მტკივნეული, რადგან ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის კარგი შანსი ისევ გვაქვს.

დამარცხებიდან უფრო მეტის სწავლა შეგიძლია, ვიდრე ზედიზედ 10 გამარჯვებიდან. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რაც არ გავაკეთეთ კარგად. სტანდარტების დროს თავს ცუდად ვიცავდით. საერთო ჯამში ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება. ვერ ვაჩვენეთ ის შედეგი, რომლის იმედიც გვქონდა“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალს“ ხუთ ტურში 10 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასულია, ბოლო ტურში კი „სელტიკს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1132