ფეხბურთი

11:52 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი სანაკრებო კარიერას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება 37 წლის ლუკა მოდრიჩისთვის.

„ვიცი, რომ უკვე გარკვეულ ასაკს მივაღწიე და ხორვატიის ნაკრებში ყატარის მუნდიალი ბოლო ტურნირი იქნება ჩემთვის.“ - ციტირებს Globo მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის სიტყვებს.

მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობს, სადაც ჯამში 154 მატჩი ჩაატარა, 23 ბურთი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატები გასული მუნდიალის ფინალისტები არიან. ყატარის ტურნირზე კი F ჯგუფში მათი მეტოქეები მაროკოს, კანადისა და ბელგიის ეროვნული გუნდები იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113142