ფეხბურთი

18:50 | 22.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელმა "ასტონ ვილას" მწვრთნელობაზე უარი თქვა

ბირმინგემის „ასტონ ვილა“ სტივენ ჯერარდის გათავისუფლების შემდეგ ახალ მწვრთნელს ეძებს და ერთ-ერთი კანდიდატი ტომას ტუხელი იყო, მაგრამ გერმანელმა სპეციალისტმა „ვილა პარკელებს“ უარი უთხრა.

ტუხელი „ჩელსის“ შემდეგ უმუშევარია, მაგრამ როგორც ჩანს, ის უფრო ამბიციურ პროექტს ელოდება. ბრიტანული მედია წერს, რომ ტუხელის გარდა „ასტონ ვილა“ უარით გაისტუმრეს მაურისიო პოჩეტინომ და უნაი ემერიმ. ინგლისურ კლუბს ახლა ყველაზე აქტიურად რუბენ ამორიმსა და ტომას ფრანკს უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილა“ პრემიერლიგაში 11 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნი ზონის ზღვარზეა.

0.117739