იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ „ნაპოლიმ“ მისი გამოსასყიდი ფასი 200 მილიონ ევრომდე უნდა განსაზღვროს.
„რა თქმა უნდა, გრანდები დაინტერესდებიან. მისი ღირებულება გასსამაგდა? კიდევ უფრო! 30 მილიონად დე ლაურენტისი ერთ ფეხსაც არავის მისცემს. ის სამნიშნა ციფრით უნდა გაიყიდოს. ვფიქრობ, ეს ბიჭი რამდენიმე წელი უნდა დარჩეს „ნაპოლიში“, თუმცა შეიძლება რომელიმე შეიხმა 150 მილიონი ევროს შეთავაზება გააკეთოს და მერე ნეაპოლში რას იზამენ? ჩემზე რომ იყოს, კვარაცხელიას გამოსასყიდ ფასად კონტრაქტში 200 მილიონს ჩავწერდი. რატომაც არა? თუ ვინმეს უნდა რომ წამართვას, მაშინ ეს თანხა გადამიხადოს: ეს იქნება „ნაპოლისგან“ სწორი მიდგომა“, - თქვა მარკეტიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი, ხოლო სერია A-ს მონაგარსაც თუ დავუმატებთ, მთლიანად სეზონში ასეთი სტატისტიკა აქვს: 13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.