სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ძიუდო

16:37 | 11.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედლის შეხვედრა წააგო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი და უშედეგო გამოდგა. ბრინჯაოს მედლის შანსი ილია სულამანიძეს ჰქონდა, მაგრამ მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა და კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

სულამანიძემ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და გერმანელი დანიელ ჰერბსტი დაამარცხა, რასაც თურქ მერთ შიშმანლართან იპონით გამარჯვება მოჰყვა. ილიამ მეოთხედფინალიც კარგად დაიწყო და კანადელ კაილ რეიესს ვაზარით ამარცხებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე შებოჭვაზე მოჰყვა და მარცხი განიცადა, შედეგად რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ორგზის და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა დაამარცხა. ძალიან ძლიერ მეტოქესთან სულამანიძე ვაზარით აგებდა, მაგრამ ამჯერად მეოთხედფინალური ბრძოლის სცენარი შეიცვალა, ფონსეკა შებოჭვაზე თავად დაიჭირა, ჯერ ვაზარი აართვა და ბოჭვაც შეინარჩუნა და იპონით მოიგო. შედეგად ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა, სადაც ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან ვაზარით დამარცხდა. მოგეხსენებათ, სულამანიძე წინა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია.

უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელმაც ესტონელი გრიგორი მინასკინი იოლად დაამარცხა, მაგრამ შემდეგ უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან დამარცხდა და რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა. სხვათა შორის, 100 კგ წონით კატეგორიის ფინალში რეიესი და ტურობოიევი გავიდნენ, რომლებმაც ქართველები დაამარცხეს - სულამანიძემ კანადელთან წააგო, ლიპარტელიანმა კი უზბეკთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის სამი მედალია - ტატო გრიგალაშვილმა ოქრო, ხოლო ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 ოქტომბერს, მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი იასპარეზებს, ხოლო ქალებში ძალებს სოფიო სომხიშვილი მოსინჯავს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110586
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X