სხვა

13:52 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„სპორტფოტო" - 2021 -ის პრეზენტაცია სეოკ-ში

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ტრადიციული და ყოველწლიური სპორტული ფოტო-კატალოგის, „სპორტფოტოს" პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დაესწრო სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

„სპორტფოტოს" მერვე გამოცემაში 2021 წლის მნიშვნელოვანი სპოტული მოვლენებია შესული. ტრადიციულად, პროექტი თემატურად, ოლიმპიური რგოლების პრინციპით იყოფა, 2021 წელი ისტორიული და წარმატებული გამოდგა ჩვენი ოლიმპიელებისთვის. სწორედ ამ ისტორიას, მის მთავარ ამბებს და მოვლენებს წარმოგვიდგენს სპორტული ფოტო-კატალოგი. პროექტ „სპორტფოტოს"მე-8 გამოცემაში ერთი თავი მთლიანად ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოხარულია, რომ როგორც პარტნიორი, მონაწილეობა მიიღო წლის სპორტული ისტორიის შემაჯამებელი კატალოგის გამოცემაში.

რიგით მე-8 სპორტული ფოტო-ალმანახის გამოცემის, ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მონაწილეობით.

პროექტ ,,სპორტფოტოს" ავტორია სპორტული ჟურნალისტი თამარ ჯიშკარიანი.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124836