11:52 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ რაშფორდს ისევ აკვირდება

„ბარსელონა“ კვლავ აკვირდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ 24 წლის თავდამსხმელ მარკუს რაშფორდს. ზაფხულში მხარეები განიხილავდნენ შესაძლო კონტრაქტის დეტალებს, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. თუმცა, კატალონიელებს რაშფორდისადმი ინტერესი არ დაუკარგავთ - გვამცნობს Sport.es.

თავის მხრივ „მანჩესტერი“ რაშფორდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ეშურება, რათა არ დაკარგოს ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ახლახან რაშფორდი პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

0.113706