ფეხბურთი

10:28 | 3.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბარძალი: "კვარაცხელიამ "ნაპოლის" ხარისხი და გოლები შემატა"

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე მოკლე კომენტარი გააკეთა და ქართველი შეაქო. თუმცა, მან „ნაპოლის“ სხვა ახალწვეულებსაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ მათი კარგი ადაპტაცია გუნდური თამაშის დამსახურებაა.

„კვარაცხელიამ გუნდში ხარისხი, ენთუზიაზმი და გოლები მიიტანა, მაგრამ იგივეს ვხედავ ყველა ახალწვეულში გუნდური თამაშის წყალობით, მათ შორის რასპადორისა და სიმეონეშიც“, - თქვა ბარძალიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით საწყის 10 მატჩში 5 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119873