სხვა

14:25 | 2.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთს 2023 წლის ევროპული თამაშების დროშა გადაეცა

ანტიკურ ოლიმპიაში გაიმართა 2023 წლის ევროპული თამაშების მასპინძელ კრაკოვი/მალოპოლსკასთვის დროშის გადაცემის ცერემონია.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა EOC-ის დროშა გადასცა კრაკოვი/მალოპოლსკას წარმომადგენლებს. ცერემონიას ესწრებოდნენ პოლონეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ანდჟეი კრასნიჩკი, 2023 წლის ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი მარჩინ ნოვაკი და სხვა ოფიციალური პირები.

"მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ კრასნიჩკის დაუღალავი შრომისთვის, რომლის ძალისხმევითაც კრაკოვი/მალოპოლსკას ევროპული თამაშები რეალობად იქცა "ჩვენ ვართ ერთობა" სლოგანის ქვეშ. გაცილებით რთული სამუშაოებია დარჩენილი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ერთობლივი ძალისხმევით რთული წლების შემდეგ ჩავატარებთ ისეთ თამაშებს, რომელსაც იმსახურებენ ჩვენი საუკეთესო ათლეტები. მშვიდობიანი სპორტული შეჯიბრებები ერთად შეკრებს ათლეტებს ჩვენი ბრწყინვალე კონტინენტიდან ევროკავშირის ქვეყანაში. იმედი გვაქვს, რომ ეს თამაშები იქნება ერთობის ძლიერი სიმბოლო," - აცხადებს EOC-ის პრეზიდენტი.

მე-3 ევროპული თამაშები გაიმართება 2023 წლის 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით და მასში მონაწილეობას მიიღებს კონტინენტის 8 000-მდე საუკეთესო სპორტსმენი.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11445