სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:27 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ევრო 2024-ის პლეი-ოფი ჩემთვის ახალი სტიმულია, რომ კარგ ფორმაში ვიყო"
"პატარა აღარ ვარ, მაგრამ თავი 26-27 წლის მგონია"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გურამ კაშიამ საქართველოს ნაკრებში მეასე მატჩი ჩაატარა, რითაც ლევან კობიაშვილისა და ჯაბა კანკავას მიღწევა გაიმეორა. ამასთან დაკავშირებით, ბრატისლავის „სლოვანმა“ მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ჯერ სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სურს.

- გურამ, გილოცავ 100 მატჩს ყველაზე ძვირფასი მაისურით. რა განცდები გაქვს?

- ძალიან ვამაყობ, რომ მოვხვდი ჯაბა კანკავასა და ლევან კობიაშვილს შორის, რომლებსაც საქართველოს ნაკრებში ასევე 100 მატჩი აქვთ. არცერთი მათგანი ნაკრებში აღარ არის, მე კი მინდა იქ დავრჩე და მდევრებს მაქსიმალურად გავუსწრო (იღიმება). ამ შედეგისთვის 14 წელი დამჭირდა. ეს არ მოხდა ნიჭის ან სხვა მიზეზის გამო, არამედ ჩემი ძალისხმევისა და შრომის გამო. 35 წლის ვარ, ასე რომ, უკვე დიდი ვარ, მაგრამ როცა ჩემს მატჩებს ვუყურებ, თითქოს ჯერ კიდევ 26 ან 27 წლის ვარ. ჯანსაღად ვიკვებები და დამატებით ვვარჯიშობ. ასევე ვამაყობ ჩემი ოჯახით.

- შენი სიტყვებიდან გამომდინარე, ნაკრებში ბოლო სიტყვა ჯერ არ გითქვამს...

- ვისურვებდი ნაკრებში დიდხანს დარჩენას. 18 თვის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება და ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მითხრა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიქნები. მოვიგეთ ერთა ლიგის ჯგუფი და 2024 წლის მარტში გვაქვს საშინაო ნახევარფინალი ყაზახეთთან. თუ იქ მოვიგეთ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად თურქეთს ან საბერძნეთს შევხვდებით. ჩემთვის ეს არის ახალი მოტივაცია, რომ ვიყო ფორმაში და რაც შეიძლება კარგად თამაში გავაგრძელო. ჩემი ოცნებაა საქართველოს ნაკრების დიდ ტურნირზე გასვლა, რაც ჩემს კარიერაში ყველაზე ტკბილი მომენტი იქნება. არ ვამბობ, რომ მაშინვე დავამთავრებდი კარიერას, მაგრამ კარგი იქნებოდა მსგავსი რამ ერთხელ განმეცადა.

- ამ სეზონშიც კი, მატჩებს დიდი დატვირთვით ატარებ, როცა რეგულარულად თამაშობ ლიგაში, ევროტურნირებსა თუ ეროვნულ ნაკრებში. როგორ ახერხებ?

- ბევრ წყალს ვსვამ და საკვებ რაციონში ვიტამინებს ვიღებ. ვცდილობ ყურადღება მივაქციო ძილის ხარისხს და ხანგრძლივობას. ახლაც ვგრძნობ, რომ მატჩები მავსებს და მღელვარებას მანიჭებს. მიყვარს მოედანზე ყოფნა და ყოველთვის გაბრაზებული ვარ, თუ სასტარტო შემადგენლობაში არ ვარ. ჩვეულებრივ, პატარა ასაკში გრძნობ ასეთ რამეს, მაგრამ ჩემთვის ახლაც ასეა. თუნდაც სამი თამაში გვქონდეს ერთ კვირაში და ხანგრძლივი ფრენა, მე ყოველთვის მინდა თამაში. ჩვენ ხომ მატჩებისთვის ვცხოვრობთ და ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად მომზადებული ვიყო ჩემი ადგილის დასაკავებლად.

- MLS-ის შემდეგ თბილისის „ლოკომოტივში“ გადახვედი, სანამ 2021 წლის ზაფხულში „სლოვანის“ შეთავაზება არ მიიღე. როგორ დაგეხმარა ეს ნაბიჯი ეროვნული ნაკრების თვალსაზრისით?

- MLS-ში რთული იყო, რადგან იქიდან სახლში წასასვლელად ძალიან დიდხანს მიწევდა მგზავრობა. მიჭირდა თამაშში შესვლაც, რადგან ჩემს სხეულსა და გონებაში დილის 3 საათი იყო, როგორც ამერიკაში. საქართველოში დავბრუნდი, მაგრამ გულწრფელად ვგრძნობდი, რომ ეროვნული ნაკრების კარი ნელ-ნელა იკეტებოდა. საქართველოს ჩემპიონატიდან ნაკრებში რამდენიმე მოთამაშე ხვდება, მაგრამ მხოლოდ ახალგაზრდები. „სლოვანში“ შემიძლია კარგ დონეზე თამაში, ასევე ევროტურნირებზეც. ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისმა მოთამაშეებმა მაღალი დონის მატჩებში ითამაშონ, რათა შემდეგ ძლიერ მეტოქეებთან თამაში შეძლონ. ამაში ძალიან დამეხმარა „სლოვანი“ და ვცდილობ დავეხმარო მას მოედანზე ჩემი თამაშით.

- ხუთშაბათს, ეროვნული ნაკრების მატჩის შემდეგ დაბრუნდით კლუბში, კვირას ველოდებით პირველ და მეორეადგილოსნებს შორის თამაშს. როგორ მატჩს ელოდები?

- ველოდებით ბრძოლას. ის, რომ „პოდბრეზოვა“ მეორეა, ვერანაირად ვერ მივაწერთ იღბალს. ამ გუნდის წინააღმდეგ პირველ მატჩში სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, მაგრამ მათ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს იმით, თუ რამდენად კარგად თამაშობდნენ ბურთით. ჩვენ მათ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, ისინი ახლა ჩვენი უახლოესი მდევრები არიან. მით უფრო გვსურს შევქმნათ რეალური განსხვავება სატურნირო ცხრილში და დავამარცხოთ ისინი. მატჩს 100%-იანი კონცენტრაციით ვეკიდებით და გვინდა, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. გვჯერა, რომ გულშემატკივრებიც მოვლენ ჩვენს მხარდასაჭერად.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111428
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X