სხვა

13:51 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბილეთები 2023 წლის თებერვლიდან გაიყიდება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბილეთების გაყიდვა დაიწყება 2023 წლის თებერვლიდან.

ბილეთების გათამაშების რეგისტრაციის პირველი ეტაპი ჩატარდება 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით. 2023 წლის 15 თებერვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ბილეთების გაყიდვა გაგრძელდება ლატარიაში გამარჯვებულთა შორის.

ოლიმპიური თამაშებისთვის ერთჯერადი ბილეთების გაყიდვა დაიწყება მაისში, პარალიმპური თამაშებისა - 2023 წლის შემოდგომაზე.

პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2024 წლის 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით.

geonoc.org.ge

0.119169