სხვა

3:56 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიპჩოგე - ყველაფერი შესაძლებელია

მძლეოსნობის კენიელმა ლეგენდამ, ელიუდ კიპჩოგემ ბერლინში მარათონში მსოფლიოს თავისივე რეკორდი 30 წამით გააუმჯობესა და წუთი და ცხრა წამი დააკლდა ორსაათიანი ბარიერის გადალახვამდე.

კიპჩოგეს ავსტრიაში, სპეციალურად მოწყობილ ტრეკზე, მარათონული დისტანცია ორ საათზე ნაკლებში აქვს გარბენილი, მაგრამ ის რეკორდად არ ჩაეთვალა, რადგან მას 41 პეისმეიკერი (მათ შორის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ყოფილი რეკორდსმენებიც) ეხმარებოდა და გარბენი არასათანადო პირობებში ჩატარდა.

ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი, სომალური წარმოშობის ბელგიელი ბაშირ აბდი დარწმუნებულია, რომ კიპჩოგეს რეკორდის ორ საათზე ქვემოთ ჩამოწევის უნარი შესწევს.

„ყველაფერი, რასაც კიპჩოგე ამბობს, სრულდება. ამიტომ, თუ ის იტყვის, რომ ორ საათზე ნაკლებში გაირბენს, ესე იგი, ამას შეძლებს. მაგრამ საკითხავია, ვინ შეძლებს, რომ პეისმეიკერობა გაუწიოს ასეთ მაღალ ტემპზე? და თუ შეძლებს, რამდენად შორს გაჰყვება? ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა იქნება. თუ პეისმეიკერი მანამ მიჰყვება, სანამ ფინიშამდე 10 კილომეტრი დარჩება, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია“, - ამბობს აბდი.

სხვათა შორის, ბერლინში კიპჩოგემ ნახევარი მარათონი ისეთ ტემპში გაირბინა, რომლის შენარჩუნების შემთხვევაშიც, ფინიშს ორ საათზე ნაკლებში მიაღწევდა. მაგრამ გარბენის მეორე ნახევარში, ზე-მაღალი ტემპის შენარჩუნება ვერ შეძლო და „უბრალოდ რეკორდს“ დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112819