ფეხბურთი

18:59 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბონიეკი კვარაცხელიაზე: "ხორვატი, ბრაზილიელი ან არგენტინელი რომ იყოს, რა ეღირებოდა?"

პოლონური ფეხბურთის ლეგენდამ ზბიგნევ ბონიეკმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საინტერესოა, რა იქნებოდა მისი ფასი ბრაზილიელი, არგენტინელი ან ხორვატი რომ ყოფილიყო. პოლონელის თქმით, კვარაცხელია ყოველთვის კარგად თამაშობდა, უბრალოდ ხალხი მხოლოდ ისეთ მოთამაშეებს იცნობს, რომლებიც აგენტების მიერ გაპიარებულია.

„კვარას და კიმის ტრანსფერებით, ალბათ ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელების მოსვლა იმის დასტურია, რომ იდეებითა და კომპეტენციით შესაძლებელია ძლიერი გუნდის გაკეთება. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ მხოლოდ საფეხბურთო აგენტების გაპიარებულ ფეხბურთელებს ვიცნობთ. რეალურად კვარადონა, მას ასე ვეძახი, არის ბიჭი, რომელიც ყოველთვის კარგად თამაშობდა. განსაკუთრებული თვისებები აქვს. ბრაზილიელი, არგენტინელი ან ხორვატი რომ ყოფილიყო, რა ეღირებოდა?

სამაგიეროდ, „ნაპოლიმ“ ის 10 მილიონად იყიდა. ქართველი ძალიან კარგად თამაშობს, ისევე, როგორც მთელი გუნდი. შეკრულ გუნდთან ერთად გამარჯვება შესაძლებელია, ეს შარშან „მილანმა“ დაამტკიცა და ამ „ნაპოლის“ დიდებული ხარისხი აქვს“, - აღნიშნა ბონიეკმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113397