სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

17:00 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრების პროგრესზე: "არა მხოლოდ კვარაცხელია, იქ სხვა ტალანტებიც არიან"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი მატჩების რაოდენობით პირადი რეკორდი დაამყარა და უკვე 11 მატჩია (11 თვის განმავლობაში) არ დამარცხებულა. ვილი სანიოლის გუნდის პოზიტიურმა შედეგებმა იტალიური მედიის ყურადღებაც მიიპყრო.

ჩვენი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდზე Tuttomercatoweb-მა და კერძოდ, ჟურნალისტმა მარკო კონტერიომ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი სწორედ წაუგებელ სერიასა და ამასთანავე ნიჭიერ ახალგაზრდა თაობაზეა, რომელიც საქართველოს ნაკრებს ჰყავს.

„ზედიზედ 11 წაუგებელი მატჩი, მათ შორის 9 მოგება და 2 ფრე. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო სერია დააფიქსირა და საიდუმლო საერთოდ არ არის, რომ საქართველოს ნაკრების დიდი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. ფრანგი მწვრთნელის ქართული თავგადასავალი კი 2021 წლის თებერვალში დაიწყო. მან თავიდანვე აჩვენა, რომ გუნდს იდენტობა მიანიჭა. მართალია, საწყისი ორი მატჩი წააგო, მაგრამ შვედეთთან მხოლოდ 0:1 და ესპანეთთან 1:2. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველებმა შვედები არ გაახარეს და 2:0 დაამარცხეს, ხოლო 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ არ დამარცხებულან.

ერთა ლიგა პროტაგონისტის როლში

საქართველოს ნაკრებმა წარმატებას მიაღწია იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელთანაც იტალიამ მარცხი განიცადა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა. ანუ, ორჯერ დაამარცხა ჩრდილოეთ მაკედონია, რომელსაც 5 გოლი გაუტანა და არცერთი გაუშვა. C დივიზიონში 5 გამარჯვება და 1 ფრე! ხვიჩა კვარაცხელია კი აბსოლუტური პროტაგონისტი იყო და დივიზიონში ვედათ მურიქისთან ერთად 5 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სწრაფად მზარდი თაობა

საქართველოს სწრაფად მზარდი საფეხბურთო თაობა ჰყავს. გუნდშია ძალიან დიდი პერსპექტივების მქონე მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც გატუზოს "ვალენსიაში" თამაშობს. ძალიან გამოცდილი მცველია დავით ხოჭოლავა "კოპენჰაგენიდან". ასევე არის ახალგაზრდა თავდამსხმელი საფრანგეთის ლიგა 2-ის "მეციდან" - გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც 8 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. კვარაცხელიასთან ერთად "დინამო ბათუმში" თამაშობდა მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი, რომელიც "ცრვენა ზვეზდამ" შეიძინა. ახალი ეტაპის საინტერესო ფეხბურთელებშია "ბორდოს" გარემარბი ზურიკო დავითაშვილი და საწყისი აფეთქების შემდეგ კარიერის რესტარტს ცდილობს 23 წლის გიორგი ჩაკვეტაძეც. გარდა ამისა, კიდევ უფრო ახალგაზრდებიც ჰყავთ: 21-წლამდელებში თამაშობენ მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელები ლუკა გაგნიძე და საბა საზონოვი, ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს საბა ხვადაგიანი და ლუკა პარკაძე, რომელსაც კონტრაქტი მიუნხენის "ბაიერნმა" გაუფორმა. ასე რომ, საქართველოს არა მხოლოდ კვარაცხელია ჰყავს, რომელიც ცალსახად ამოსავალი წერტილია და სანიოლსაც ჭკვიანური ხედვა გააჩნია, მაგრამ აგრეთვეა ბევრი ტალანტი, რომელთაც შეუძლიათ ბევრი რამის ჩვენება და სატრანსფერო ბაზრისთვის საინტერესო მოთამაშეები არიან“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მოგებით B დივიზიონსა და ევრო 2024-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. თუმცა მანამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება, რომლის წილისყრა 9 ოქტომბერს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.126753
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X