ფეხბურთი

1:10 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონი: საქართველოს ნაკრების ყველა შესაძლო მეტოქე ცნობილია

უეფას ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად, გაირკვა მომდევნო ერთა ლიგის მონაწილეები დივიზიონების მიხედვით.

საქართველო C დივიზიონიდან B-ში დაწინაურდა და საფეხურით მაღლა აინაცვლა. შესაბამისად, მომდევნო სეზონში გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან თამაში მოუწევს. A, B და C დივიზიონში 16-16 ნაკრებია, რომლებიც ტრადიციულად ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან, ხოლო D დივიზიონში 7 ნაკრები ითამაშებს და ორ ჯგუფად გაიყოფიან.

A დივიზიონი

ბელგია, ბოსნია, ხორვატია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ისრაელი, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, სერბეთი, შვეიცარია, შოტლანდია

B დივიზიონი

ალბანეთი, ავსტრია, ინგლისი, ფინეთი, საქართველო, საბერძნეთი, ისლანდია, ყაზახეთი, მონტენეგრო, თურქეთი, უელსი, ჩეხეთი, უკრაინა, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია

C დივიზიონი

აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ესტონეთი, ფარერები, ლატვია, ლუქსემბურგი, ჩრდ. მაკედონია, რუმინეთი, რუსეთი (ჯერ უცნობია დაუშვებენ თუ არა ტურნირზე), სლოვაკეთი, შვედეთი, ჩრდ. ირლანდია, კოსოვო, სომხეთი

D დივიზიონი

ანდორა, ლიხტენშტაინი, მალტა, მოლდოვა, სან მარინო

კვიპროსი, ბელარუსი, გიბრალტარი, ლიეტუვა - ამ ოთხიდან ორი C დივიზონში ითამაშებს, ორიც D დივიზიონში. ეს მხოლოდ 2024 მარტში გაირკვევა, როცა ისინი პლეი-აუტში ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონი 2024 წლის სექტემბერში დაიწყება და შესაძლოა, ის მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაუკავშირდეს, თუმცა, ჯერ უეფას გადაწყვეტილება არ მიუღია. საქართველოს ნაკრები B დივიზიონში პირველად ითამაშებს, განვლილი სამი სეზონიდან ორი C-ში, ერთიც D-ში გაატარა და ორჯერ მოახერხა დივიზიონში საუკეთესო შედეგის ჩვენება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114436