სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:50 | 25.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას კარგი დებიუტი: კვიპროსმა საბერძნეთს მოუგო, საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას წარმატებული დებიუტი შედგა. ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში კვიპროსმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. ლარნაკაში გამართული მატჩის ბედი მარინოს ციონისის მე-18 წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

გარდა იმისა, რომ ქეცბაიას სადებიუტო გამარჯვება თავისთავად გამოსარჩევია, საბერძნეთის წაგება საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ამბავია.

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის C დივიზიონის ოთხივე პირველადგილოსანი და შესაბამისად, ევრო 2024-ის პლეი-ოფის მონაწილენი ცნობილია: საქართველო, თურქეთი, ყაზახეთი და საბერძნეთი. ახლა ის უნდა გაირკვეს, ვინ ვის შეხვდება ნახევარფინალში: საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი უარესის შედეგის მქონეს შეხვდება, მეორე-მესამე გუნდები კი ერთმანეთს. ნახევარფინალში მასპინძლები ისინი იქნებიან, ვინც ჯგუფურ ეტაპს საუკეთესო ორი შედეგით დაასრულებენ.

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ნახევარფინალური წყვილები მაგალითისთვის ასეთი იქნებოდა: თურქეთი (პირველი შედეგის მქონე) - საბერძნეთი (მეოთხე შედეგის მქონე), საქართველო (მეორე შედეგის მქონე) - ყაზახეთი (მესამე შედეგის მქონე). თუმცა, ჯერ გუნდებს თითო მატჩი ჩასატარებელი აქვთ და ყველაფერი რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ცხადია იმის ალბათობაც არსებობს, რომ სიტუაცია უცვლელი დარჩეს და ეს წყვილები მივიღოთ, რაც ალბათ, ჩვენთვის იდეალური ვარიანტია.

თურქეთს, საქართველოსა და ყაზახეთს 13-13 ქულა აქვთ, საბერძნეთს კი 12. თურქეთის ბურთების ბალანსი ყველაზე კარგია (+14), საქართველოს +12 აქვს, ხოლო ყაზახეთს +5. ასე რომ, ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. თუმცა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თუ საქართველო გიბრალტარს მოუგებს, ნახევარფინალში ნებისმიერ შემთხვევაში თბილისში ითამაშებს, მხოლოდ მეტოქე იქნება გასარკვევი.

რატომ ასე გადაჭრით? 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს საბერძნეთი ვერანაირად ვერ გადაასწრებს და თითქმის გამორიცხულია, რომ ეს ყაზახეთმა შეძლოს, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვილი სანიოლის გუნდის ბურთების ბალანსი +12 გახლავთ, ხოლო ყაზახების მხოლოდ +5. თავად განსაჯეთ, საქართველომ გიბრალტართან სულ მცირე 1:0 რომ მოიგოს, ყაზახეთმა აზერბაიჯანს როგორი ანგარიშით უნდა მოუგოს, რომ საქართველოზე უკეთესი ბურთების ბალანსით დაასრულოს ასპარეზობა (მინუმუმ 8-ბურთიანი სხვაობით, რაც უფრო უტოპიაა, ვიდრე რეალობა)...

საქართველოს ნაკრები 26 სექტემბერს, გიბრალტარს ესტუმრება, თურქეთი 25 სექტემბერს, ფარერებს გასვლაზე შეხვდება, იმავე დღეს ყაზახეთს აზერბაიჯანში სტუმრობა ელის, ხოლო საბერძნეთი 27 სექტემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.125403
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X