სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:29 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

Goal.com: "საქართველოს ნაკრებისთვის სამყარო თავდაყირა დადგა"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს (2:0) Goal Italia გამოეხმაურა და სტატიაში საუბარი არა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზე, არამედ სხვა ფეხბურთელებსა და ზოგადად, საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესზეა.

„საქართველოს ნაკრები აგრძელებს ყველას გაოცებას და 2022 წელს მხოლოდ დადებითი შედეგები აქვს.შეუძლებელი იყო საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვან საღამოს ხვიჩა კვარაცხელიას პროტაგონისტის როლი არ ჰქონოდა. საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი წვრთნის, რომელსაც კარგი დასაწყისი სულაც არ ჰქონია და 2021 წლის მარტიდან ოქტომბრამდე 9 მატჩიდან გუნდმა 7 წააგო (თითო მოგება და ფრე). სწორედ აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებისთვის სამყარო თავდაყირა დადგა, რადგან გუნდს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (8 მოგება, 2 ფრე).

ეს არის შედეგი, რომელიც სანიოლის შეცვლილი ტაქტიკის (გუნდი 3-4-3-ზე გადააწყო) ნაყოფია. თუმცა, ამავდროულად ნიჭიერი ფეხბურთელების დამსახურებაც. პირველ რიგში რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ სამკაულის, კვარაცხელიას. თუმცა, გუნდში ასევე არიან, ახალგაზრდა და ძალიან ძლიერი მეკარე მამარდაშვილი გატუზოს "ვალენსიადან", სერია A-ს კიდევ ერთი წევრი, ოღონდ "კრემონეზედან", ლუკა ლოჩოშვილი, "ბორდოს" ნიჭიერი თავდამსხმელი დავითაშვილი, პერსპექტიული მარცხენა გარემარბი წიტაიშვილი და გამოცდილ მოთამაშეთა ნაზავი, რომელთაც ნაკრებში ახლა საუკეთესო მომენტი უდგათ“, - წერს Goal Italia.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა, რაც ნიშნავს: ერთა ლიგის მომდევნო სეზონში საქართველო B დივიზიონში ითამაშებს, გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.

და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი: საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი, რითაც 2010-2011 წლებში თემურ ქეცბაიას გუნდის დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუ სანიოლის გუნდი გიბრალტართან არ წააგებს, რეკორდს ხელში მარტო ჩაიგდებს. საქართველოს წაუგებელი სერია გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და 10 მატჩიდან ქართველებმა 8 მოიგეს (კოსოვოსთან 2:1, შვედეთთან 2:0, უზბეკეთთან 1:0, ბოსნიასთან 1:0, გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0 და 2:0), 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ (ალბანეთსა და ბულგარეთთან 0:0).

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, სტუმრად, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114472
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X