ფეხბურთი

17:15 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "როგორ გვჭირდება იტალიის ნაკრებში კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი"

ტელეკომპანია Rai-ს ჟურნალისტი ენრიკო ვარიალე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის გამოეხმაურა და ინატრა, რომ ის იტალიის ნაკრების წევრი იყოს...

„ჯერ მეტოქეს ავტოგოლი გაატანინა, შემდეგ 2:0 თავად გახადა ანგარიში. კვარამ საქართველო B დივიზიონში გადაიყვანა. მან ჩრდილოეთ მაკედონია უშანსოდ დატოვა. გუნდი, რომელმაც იტალია მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დატოვა. რამდენად გვჭირდება ასეთი იტალიელი ფეხბურთელი“, - წერს ვარიალე სოციალურ ქსელში, რომლის სიტყვების საპასუხოდ Area Napoli-ს საიტზე წერია: „ვარიალეს სურს კვარაცხელიას თვისებების მქონე ფეხბურთელი „სკუადრა აძურაშიც“ ნახოს, მაგრამ კვარა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მხოლოდ ერთია. ამჟამად კი მისით „ნაპოლი“ და საქართველო ტკბებიან.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტმა მიმო მალფიტანომაც:

„უნდა ვთქვა, რომ „ნაპოლიმ“ მისი სახით საუკეთესო ტალანტი დაიმატა და მომდევნო 7-8 წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ეს ბიჭი ნამდვილად გასაოცარია“, - თქვა მალფიტანომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117367