ფეხბურთი

11:30 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელებმა პორტუგალიასთნ მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართეს (+VIDEO)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, პორტუგალიასთან მატჩისწინა ვარჯიში გამართა. რამაზ სვანაძის გუნდმა ქალაქ კუვილიაში, ჟოზე დოს სანტოს პინტოს სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ამხანაგურ მატჩს, სოლიდარობის ნიშნად, აგვისტოში მძიმე ხანძრის შედეგად დაზარალებული რეგიონის მუნიციპალური ცენტრი - კუვილია უმასპინძლებს.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).

მცველები: ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), დავით სამსონია (შუქურა ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა საზანოვი (დინამო მოსკოვი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი).

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115252