ფეხბურთი

10:27 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სტატისტიკურმა ვებგვერდებმა გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს.

Whoscored-მა და Sofascore-მ ქართველ მეკარეს ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერეს, შესაბამისად 8 და 8.6 ქულა. მთლიანად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კი ასეთი შეფასებები ერგოთ:

WHOSCORED: გიორგი მამარდაშვილი 8 ქულა, სოლომონ კვირკველია 7.4 ქულა, გურამ კაშია 7.2 ქულა, დავით ხოჭოლავა 6.3 ქულა, ოთარ კაკაბაძე 6.8 ქულა, გიორგი აბურჯანია 7.8 ქულა, ნიკა კვეკვესკირი 6.2 ქულა, გიორგი წიტაიშვილი 6.7 ქულა, ზურიკო დავითაშვილი 6.8 ქულა, ბუდუ ზივზივაძე 7.7 ქულა, ხვიჩა კვარაცხელია 7.4 ქულა, ლუკა ლოჩოშვილი 6.6 ქულა, გიორგი მიქაუტაძე 6.3 ქულა, ვლადიმერ მამუჩაშვილი 6.2 ქულა, ირაკლი აზაროვი 6.2 ქულა, ანზორ მექვაბიშვილი 6.4 ქულა.

SOFASCORE: გიორგი მამარდაშვილი 8.6 ქულა, სოლომონ კვირკველია 7.3 ქულა, გურამ კაშია 7.2 ქულა, დავით ხოჭოლავა 6.4 ქულა, ოთარ კაკაბაძე 6.6 ქულა, გიორგი აბურჯანია 7.3 ქულა, ნიკა კვეკვესკირი 6.8 ქულა, გიორგი წიტაიშვილი 6.8 ქულა, ზურიკო დავითაშვილი 6.7 ქულა, ბუდუ ზივზივაძე 7.5 ქულა, ხვიჩა კვარაცხელია 7.2 ქულა, ანზორ მექვაბიშვილი 6.8 ქულა, ლუკა ლოჩოშვილი 7.2 ქულა, ირაკლი აზაროვი 6.5 ქულა, ვლადიმერ მამუჩაშვილი 6.8 ქულა, გიორგი მიქაუტაძე 6.5 ქულა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა, რაც ნიშნავს: ერთა ლიგის მომდევნო სეზონში საქართველო B დივიზიონში ითამაშებს, გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.

და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი: საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი, რითაც 2010-2011 წლებში თემურ ქეცბაიას გუნდის დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუ სანიოლის გუნდი გიბრალტართან არ წააგებს, რეკორდს ხელში მარტო ჩაიგდებს. საქართველოს წაუგებელი სერია გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და 10 მატჩიდან ქართველებმა 8 მოიგეს (კოსოვოსთან 2:1, შვედეთთან 2:0, უზბეკეთთან 1:0, ბოსნიასთან 1:0, გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0 და 2:0), 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ (ალბანეთსა და ბულგარეთთან 0:0).

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, სტუმრად, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს.

0.119801