სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:21 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ინიციატივა დავთმეთ, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი ვითამაშეთ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მეტოქეს აჯობეს.

„პირველ რიგში მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო. ძალიან კარგი რამ მოხდა დღეს, რადგან ჯგუფი კიდევ ერთხელ მოვიგეთ. მეტოქე ბურთით ძალიან კარგად თამაშობდა, ინიციატივა დავთმეთ, მაგრამ ინდივიდუალური ოსტატობით სხვაობა მოვახდინეთ, ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც კვარა და ბუდუ არიან, მნიშვნელოვან მომენტებში მათ ძალიან კარგად ითამაშეს.

ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. ინიციატივა მივეცით, მაგრამ შედეგზე ვიყავით ორიენტირებული. დაცვითი ფეხბურთი მთლიანად გუნდმა კარგად ვითამაშეთ, შეტევაში თამაში კი უკეთ შეიძლებოდა. გულშემატკივრებს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. გიბრალტარში მოსაგებად მივდივართ, რაც რეიტინგისთვის გვჭირდება, რომ მესამე კალათაში გადავიდეთ. მნიშვნელოვანი თამაშია და ძალიან სერიოზულად მივუდგებით ამ თამაშს“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა, რაც ნიშნავს: ერთა ლიგის მომდევნო სეზონში საქართველო B დივიზიონში ითამაშებს, გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.

და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი: საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი, რითაც 2010-2011 წლებში თემურ ქეცბაიას გუნდის დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუ სანიოლის გუნდი გიბრალტართან არ წააგებს, რეკორდს ხელში მარტო ჩაიგდებს. საქართველოს წაუგებელი სერია გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და 10 მატჩიდან ქართველებმა 8 მოიგეს (კოსოვოსთან 2:1, შვედეთთან 2:0, უზბეკეთთან 1:0, ბოსნიასთან 1:0, გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0 და 2:0), 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ (ალბანეთსა და ბულგარეთთან 0:0).

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, სტუმრად, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113667
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X