ფეხბურთი

16:05 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიბრალტარი - საქართველოს მატჩს ირლანდიელები იმსაჯებენ

უეფას ერთა ლიგის მეექვსე ტურში გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩს ირლანდიელები იმსაჯებენ.

მთავარი მსაჯი რობ ჰარვი იქნება, რომელსაც რობერტ კლარკი და უეინ მაკდონელი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას პოლ მაკლოლინი შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 26 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.115172