ფეხბურთი

18:27 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ჩრდ. მაკედონიასთან ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს.

უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. ვილი სანიოლმა აქცენტი ისევ 3-4-3 სქემაზე გააკეთა, რომლითაც საქართველო ბოლო პერიოდში თამაშობს. ფრანგმა სპეციალისტმს კარში არჩევანი გიორგი მამარდაშვილზე გააკეთა, ხოლო შეტევაში ზურიკო დავითაშვილი ბუდუ ზივზივაძე და ხვიჩა კვარაცხელია იმოქმედებენ. განაცხადში ვერ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გაციებულია.

საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა; კაკაბაძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, წიტაიშვილი; დავითაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია

სათადარიგო სკამზე იქნებიან: ლორია, შოვნაძე, მექვაბიშვილი, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე, ჩაბრაძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, მამუჩაშვილი, გიორბელიძე, მიქაუტაძე

ჩრდ. მაკედონია (4-4-2): დიმიტრიევსკი; ზაიკოვი, მუსლიუ, ველკოვსკი, ალიოსკი; აშკოვსკი, ბარდი, სპიროვსკი, ელმასი; მიოვსკი, მ. რისტოვსკი

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია და ერთადერთ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, თანაც მის წინააღმდეგ სტუმრად 3:0 აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს (20:00 საათი), ხოლო 26 სექტემბერს, ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარს (22:45 საათი) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე). ვილი სანიოლის გუნდს პირველი ადგილისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეც ჰყოფნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127007