კალათბურთი

11:37 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო სკარიოლოს სემინარი, დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პარტნიორი Junior NBA განაგრძობს სამწვრთნელო სემინარების ონლაინ-პროგრამას. მომავალ ონლაინ-სემინარს ლეგენდარული მწვრთნელი, სერხიო სკარიოლო ჩაატარებს.

სერხიო სკარიოლო უკვე წლებია ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელია, რომლის თავკაცობითაც გუნდმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ, 2009, 2011, 2015 და 2022 წლებში, ხოლო 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონების სტატუსის მოპოვება შეძლეს. ამასთანავე, 2018 წელს, იგი Toronto Raptors-მა, ასისტენტ მწვრთნელის პოზიციაზე დანიშნა და სწორედ მისი დახმარებით, გუნდის ისტორიაში პირველად NBA-ის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს.

ონლაინ-სემინარი 23 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მასზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ მსურველს, რომელიც სარგებლობს აპლიკაცია OWQLO-თი. თუ ჯერ არ ხართ აღნიშნული აპლიკაციის მომხმარებელი…

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას:

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116121