სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
რაგბი

15:34 | 21.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალა | საერთაშორისო ფესტივალი მარტყოფში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სპორტული ტურიზმის ფარგლებში, გასულ კვირაში საქართველოს ისრაელის 7-ქალა გუნდი, ‘ბესი’ (ფუტკრები) ეწვია და მარტყოფის ბაზაზე ოთხთა ამხანაგური ტურნირი ითამაშა, რომელსაც ფესტივალის სახე ქონდა.

სასიამოვნოა, რომ ისრაელისა და საბერძნეთის კლუბების შემდეგ, ქართულ 7-ქალას ისრაელიდან კიდევ ერთი მეგობარი გამოუჩნდა. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე ამბობს:

„ჩვენი მეგობრების წრე გაფართოვდა და უფრო მეტ გუნდს უჩნდება საქართველოში სტუმრობის სურვილი. ეს იმის ნიშანია, რომ გუნდებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან მოსწონთ აქ არსებული სიტუაცია და დადებით შთაბეჭდილებებს სხვებსაც უზიარებენ. შაბათს ‘ბესისთან’ ერთობლივი ვარჯიშები და თამაშები გვქონდა, კვირას კი მხოლოდ თამაშები“.

ოთხგუნდიან ფესტივალში სტუმრებთან ერთად საქართველოს ნაკრები, თბილისის ‘ლოკომოტივი’ და ქუთაისის ‘აია’ მონაწილეობდა.

„შიდა განვითარებისთვის მსგავსი აქტივობები უმნიშვნელოვანესია და ის ქალთა რაგბის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს. ზაფხულის არდადეგების შემდეგ გოგონები პირველად შეიკრიბნენ. ვიმუშავეთ სათამაშო გეგმაზე და ნანახით კმაყოფილი ვარ. გამოჩნდა, რომ რაღაც ეტაპები გადალახულია და შეგვიძლია ახალი გამოწვევები დავგეგმოთ“ – დაამატა მალაღურაძემ.

7-ქალა ნაკრების მთავარი მწვრთნელი წელსაც აპირებს იმ გამოცდილების გამოყენებას, რომელიც გაზაფხულზე დაინერგა. საუბარია დიდი 10-ის კაცთა გუნდებთან ერთობლივ ვარჯიშებზე. გარდა ამისა, გოგონებს სხვა სიახლეებიც ელით:

„კაცთა გუნდებთან ვარჯიშს დიდი ეფექტი ქონდა და ამ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებთ. გარდა ამისა, გვსურს შევცვალოთ მიდგომა და მოსამზადებელი ეტაპის დაგეგმვაში გოგონები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. ეს მათ ცხოვრებაში მეტ რაგბს გააჩენს, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია. ისინი თავად ჩაატარებენ განვლილი პერიოდის ანალიზს, გაიაზრებენ პრობლემებს და შესაბამისად დაგეგმავენ მოსამზადებელ პერიოდს. რა თქმა უნდა ეს პროცესი ჩემი კურატორობით წარიმართება“.

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111316
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X