სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:00 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ვამბობდი, რომ მაგარ გუნდს გავაკეთებდი და მაშინ არავინ დამიჯერა"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის სეზონის სტარტზე. როგორც მან თქვა, მისი არავის სჯეროდა გასულ ზაფხულს წარმოებული სატრანსფერო კამპანიის შემდეგ, თუმცა ფაქტები ყველაფერზე მეტყველებენ.

„ფაქტები თავისთავად საუბრობენ. არსებობს ჩემი პრესკონფერენცია, სადაც ვამბობდი, რომ დიდებულ გუნდს ავაშენებდი და ჩემი არავის სჯეროდა“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს შვიდი ტურის შემდეგ 17 ქულით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი მოიგო და ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.152083