ფეხბურთი

2:40 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" მეორე მწვრთნელი: "სპალეტი რამდენიმე ფეხბურთელზე გაბრაზდა"

ლუჩანო სპალეტის ასისტენტმა მარკო დომენიკინიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა, რადგან სპალეტი თვითონ დისკვალიფიცირებული იყო. როგორც მან აღნიშნა, „ნაპოლის“ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, ამიტომაც მოთმინება საჭიროა.

„რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ? რამდენიმე ფეხბურთელზე გაბრაზდა, რომლებმაც არ გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ, თუმცა სპალეტი მაინც კმაყოფილია. ჩვენს გარდა, სხვა ძლიერები გუნდებიც არიან, ვნახოთ, რის მიღწევას შევძლებთ. ახალგაზრდული გუნდი ვართ, ბევრი უნდა ვიმუშაოთ და მოთმინება საჭიროა. ვინ არის ამ გუნდის ლიდერი? ანგისა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველა ფეხბურთელი გუნდს რაღაც მნიშვნელოვანს აძლევს. დღეს გუნდმა ხასიათი და გამარჯვების დიდი სურვილი აჩვენა“, - თქვა დომენიკინიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 21 წლის ქართველი ნახევარმცველის აქტივში ყველა ტურნირზე 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 1 ოქტომბერს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

ახლა, სანაკრებო პაუზა დაიწყო და ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებების წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1128