ფეხბურთი

16:42 | 18.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ჩრდ. მაკედონიის მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ყველა ბილეთი გაყიდულია.

54 ათასზე მეტი ბილეთი ზუსტად 24 საათში გაიყიდა, ამრიგად, ამ შეხვედრაზე სრული ანშლაგი იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია და ერთადერთ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, თანაც მის წინააღმდეგ სტუმრად 3:0 აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს (20:00 საათი), ხოლო 26 სექტემბერს, ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარს (22:45 საათი) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114492