ფეხბურთი

19:45 | 16.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების ფარგლებში ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 19-20 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქში რიგის თასზე ითამაშებს. საქართველოს ფუტსალის ნაკრები 19 სექტემბერს ლიეტუვას დაუპირისპირდება. 20 სექტემბერს ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი ლატვიის ნაკრები იქნება.

ავთანდილ ასათიანმა მოახლოებული მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 16 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი) ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ვახტანგ კეკელია (თელასი, თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), სიმი საიოტი (ელექტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), თალესი (ალ-იარმუკი, ქუვეითი), ვილიანი (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი)

რიგის თასის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

19 სექტემბერი | 18:00 | საქართველო - ლიეტუვა

20 სექტემბერი | 21:00 | ლატვია - საქართველო

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119103