ფეხბურთი

14:42 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი ორი მატჩისთვის მზადებას იწყებს და მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ნაკრებში ერთი დებიუტანტია - წყალტუბოს "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძე. დიდხნიანი პაუზის შემდეგ გუნდში დაბრუნდა "დინამო თბილისის" მცველი ჯიმი ტაბიძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან მატჩებისთვის მზადებას 19 სექტემბერს, თბილისში დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), ჯემალ ტაბიძე („დინამო თბილისი")

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი", საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი" საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია),

თავდამსხმელები: ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, უნგრეთი)

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია და ერთადერთ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, თანაც მის წინააღმდეგ სტუმრად 3:0 აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს (20:00 საათი), ხოლო 26 სექტემბერს, ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარს (22:45 საათი) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111439