ფეხბურთი

18:00 | 9.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ჩვენი მიზანია მეტოქის სახელის მიუხედავად ყოველთვის ისე ვითამაშოთ, როგორც "ლივერპულთან"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სპეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ არ ულაპარაკია. თუმცა, იტალიელმა სპეციალისტმა თავის გუნდზე და მომავალ თამაშზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანი ყოველთვის სწორი კონცენტრაციაა, მეტოქის სახელის მიუხედავად. მიზანია თამაშების მოგება, იმის მიუხედავად, რა ჰქვია მეტოქეს. თამაშების მოსაგებად კი 100 წუთის განმავლობაში კარგად თამაშია საჭირო.

„ლივერპულთან“ როგორი ატმოსფეროც იყო სტადიონზე, აქ მუშაობის ორ წელიწადში მსგავსი აქამდე არ მინახავს. ხვალ შესანიშნავი შესაძლებლობაა იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ყოველთვის გვინდა მსგავსი ფეხბურთი ვითამაშოთ და სტაბილურები ვიყოთ. ამის დასამტკიცებლად შანსი სწორედ ხვალ გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები შეძლებენ ტიფოზებს ის შოუ შესთავაზონ, რომლის ხილვა სურთ. ამ ორი წლის განმავლობაში ვოცნებობდი, რომ ისინი შეგვიყვარებდნენ და ბოლო თამაშის შემდეგ ისეთი რამ ვნახე, რამაც ამ კუთხით ოპტიმისტურად განმაწყო. გულშემატკივრების მუხტი ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს ისეთი ახალგაზრდული გუნდისთვის, როგორიც ჩვენ გვყავს“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „სპეციას“ მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127725