Sky Sport-ის ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის კარიერაში კვარაცხელია საუკეთესო შენაძენია.
„ეს არის საუკეთესო ტრანსფერი, რაც ოდესმე კრისტიანო ჯუნტოლის გაუკეთებია და ეს სრული სიმართლეა, რადგან ქართველმა სერია A-ზე საოცარი გავლენა მოახდინა. ალბათ იმიტომაც, რომ არცერთი ჩვენგანი მას არ იცნობდა.
ინსაიდერებმა იცოდნენ მისი სიძლიერის შესახებ, მაგრამ ფასი გაცილებით მაღალი იყო, ამიტომ „ნაპოლიმ“ გეოპოლიტიკური სიტუაცია გამოიყენა, რათა გარემარბი უფრო იაფად ეყიდა. კვარა სერია A-ს ყველაზე დიდი სიურპრიზია და თავად ჯუნტოლიც მას დიდებულ შენაძენად განიხილავს.
დიახ, სერია A-დან მისი დამატება „იუვენტუსს“ უნდოდა, ისევე, როგორც ინგლისში „ტოტენჰემს“. ქართველს კარს მიღმა რიგი ჰქონდა, მაგრამ ფასი ორმაგი იყო. „ნაპოლიმ“ ომით ისარგებლა და სხვებზე კარგად იმუშავა და სწრაფად შეძლო მასთან კონტრაქტის გაფორმება“, - თქვა მარკეტიმ.