ჩოგბურთი

10:45 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დაუმსახურებელი” მოგება და დამსახურებული მეორე ადგილი

შანხაის “მასტერზ1000”-ის მეორე წრეში როჯერ ფედერერმა მატჩის ბოლოს არგენტინელი მეტოქის ლეონარდო მაიერის 5 მატჩბოლი “ამოქაჩა” და შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სპორტული იღბალი ამჯერად მის მხარეს იყო. საბოლოოდ ფედერერმა 7:5, 3:6, 7:6 იმარჯვა და მომდევნო სტადიაზე ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება.

“წარმოუდგენლად გამიმართლა. გულწრფელად თუ ვიტყვი, ლეონარდომ მოგება დაიმსახურა. პირველი მატჩბოლი წარმოუდგენელი დაძაბვის შედეგად ავიღე, დანარჩენებზეც დიდძალი ენერგიის დახარჯვა მომიწია. კარიერის განმავლობაში ალბათ ყველაზე მეტად გამიმართლა. მაიერის წინაშე თავს ცოტათი დამნაშავედაც კი ვგრძნობ, მაგრამ ამგვარია საჩოგბურთო ცხოვრება”, - განაცხადა როჯერმა თრილერის მოგების შემდეგ.

13 ოქტომბერს ახალი საჩოგბურთო რეიტინგი გამოქვეყნდება და ფედერერი კლასიფიკაციაში მეორე პოზიციამდე აიწევს. როჯერი ამ ფაქტსაც გამოეხმაურა: “რაფა კარგა ხნის განმავლობაში არ თამაშობდა, ამიტომაც რეიტინგსიაში მისი უკან დახევა ლოგიკურია. მართალია, წლეულს არცერთი სადიდსლემო ტურნირი არ მომიგია, მაგრამ სხვა შეჯიბრებებზე სტაბილურად გამოვდიოდი და მეორე ადგილზე დამსახურებულად ვარ”.

0.129433