11:23 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა „ლივერპულთან“ მოგებისთვის სპალეტის, ფეხბურთელებს და ქომაგებს მადლობა გადაუხადა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდეგ (4:1), ნეაპოლელთა პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, აღფრთოვანებული იყო და გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის, ასევე ფეხბურთელებს და ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

„ეს მატჩი არასოდეს დამავიწყდება. მეამაყება, რომ ასეთი გუნდის პრეზიდენტი ვარ. სპალეტი დიდებულად მუშაობს. მადლობა და კიდევ მადლობა მას, ფეხბურთელებს და სტადიონზე მოსულ მაყურებელს,“ - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს La Gazzetta Dello Sport.

ტურნირის მეორე ტურში „ნაპოლი“ „რეინჯერსს“ შეხვდება, „ლივერპული“ კი „აიაქსს.“ ორივე მატჩი 13 სექტემბერს გაიმართება.

0.136366