საქართველოს პარა ძიუდოისტთა ნაკრები გუნდი იტალიის ევროპის ჩემპიონატიდან 6 მედლით ბრუნდება. ჩვენი ქვეყნის გუნდის ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის, სამი ბრინჯაოს მედალია.
გამარჯვება 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ქალდანმა და 70 კილოგრამში ინა ქალდანმა მოიპოვეს. ვერცხლს კი 60 კგ-ში ზურაბ ზურაბიანი დასჯერდა. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე 60კგ ნუკრი მიღრიჯანაშვილი და 90 კგ ლაშა ყიზილაშვილი ავიდნენ.
გეტყვით, რომ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიის ნაკრებს სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.