კალათბურთი

11:54 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "სამი სატრანსფერო ფანჯარა კიდევ საჭიროა, "ტოტენჰემმა" ტიტულისთვის რომ იბრძოლოს"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მისი გუნდი პრემიერლიგის ტიტულის მოსაგებად მზად არ არის. როგორც იტალიელმა აღნიშნა, ტოპკლუბებს „ტოტენჰემი“ ჯერ კიდევ ჩამორჩება და სამი სატრანსფერო ფანჯარა მაინც საჭიროა, რომ გრანდებს შემადგენლობით გაუტოლდეს.

„ჩვენ ტიტულისთვის ბრძოლა არ შეგვიძლია. მოწინავე გუნდებთან კონკურენციისთვის კიდე სამი სატრანსფერო ფანჯარაა საჭირო. კლუბმა ამჯერად გააკეთა ის, რისი გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ უძლიერეს გუნდებამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილია.

თუ ყიდულობ 80 მილიონის ღირებულების ფეხბურთელს, დიდი უპირატესობა გაქვს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ტოპფეხბურთელი დაიმატე. ჩვენ სწორი ნაბიჯები გადავდგით, მკაფიო ხედვა გვქონდა ფულის დახარჯვის მხრივ. ფაქტობრივად მხოლოდ ორ მოთამაშეზე დავხარჯეთ გული, რიშარლისონსა და ბისუმაში 60 და 30 მილიონი გადავიხადეთ, დანარჩენები იჯარით ან უფასოდ მოვიდნენ. კლუბთან მეც მკაფიო ხედვები მქონდა. თუ ვინმე წავიდოდა, ის აუცილებლად უნდა შეგვეცვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის ვარჯიშიც გამიჭირდებოდა“, - თქვა კონტემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114144