ფეხბურთი

11:55 | 2.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილმა "ბორდოსთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ტრანსფერი ჯერ ვერ დაარეგიტრირეს

ზურიკო დავითაშვილის „ბორდოში“ ტრანსფერი არ ჩაშლილა, თუმცა შეფერხდა. ფრანგულმა კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ოთხი ტრანსფერი დაადასტურა, მაგრამ მათ შორის არ ყოფილა 21 წლის ქართველი ნახევარმცველი.

როგორც ფრანგული პრესა წერს, დავითაშვილმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტს ხელიც მოაწერა, მაგრამ კლუბმა სახელფასო ბიუჯეტის გამოთავისუფლება ვერ შეძლო, რის გამოც ტრანსფერი ჯერ ვერ დაარეგისტრირა, თუმცა ამის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

L’Equipe-ს ცნობით, ახალწვეულები იოან ბარბე და ვიტალ ნ’სიმბა მზად არიან დავითაშვილის დასარეგისტრირებლად კლუბს დაეხმარონ და ხელფასები შეიმცირონ. „ბორდოს“ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე დღე აქვს.

შეგახსენებთ, მანამდე დავითაშვილმა და „დინამო ბათუმმა“ ტრანსფერი დაადასტურეს. ზურიკო ჟირონდელებს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით უნდა შეუერთდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11202