კალათბურთი

20:52 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტი და ფიბას რეიტინგი: საქართველო პლეი-ოფის პოზიციაზე

ფიბამ ევროპის ჩემპიონატის წინ რეიტინგი განაახლა, უფრო კონკრეტულად კი, ევრობასკეტის 24 მონაწილე ნაკრებს თავიანთი პოზიციები მიანიჭა და საქართველოს ნაკრებს მე-16 საფეხური მიანიჭა.

ფიბას საიტი წერს, რომ თორნიკე შენგელიას დაკარგვის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ჯგუფიდან გასვლა უნდა შეძლოს:

„საქართველომ მოგების გემო ნიდერლანდების დამარცხებით საკუთარ კედლებში გაიხსენა, მაგრამ ძვირადაც დაუჯდა, რადგან მთავარი ვარსკვლავი თორნიკე შენგელია დაკარგა, რომელიც ევრობასკეტზე ვერ ითამაშებს. შენგელიას დაკარგვა საქართველოსთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ A ჯგუფს თბილისში უმასპინძლებს და თავიანთი კარგი მაღალი შემადგენლობით ჯგუფიდან მაინც უნდა გავიდნენ“, - წერს ფიბა-ს ვებგვერდი.

ევრობასკეტის მონაწილეები და ფიბას რეიტინგი:

1. სერბეთი

2. სლოვენია

3. საბერძნეთი

4. ლიეტუვა

5. საფრანგეთი

6. გერმანია

7. ესპანეთი

8. იტალია

9. თურქეთი

10. ფინეთი

11. ხორვატია

12. ჩეხეთი

13. ბოსნია

14. მონტენეგრო

15. პოლონეთი

16. საქართველო

17. ისრაელი

18. უნგრეთი

19. ბელგია

20. უკრაინა

21. ესტონეთი

22. ბულგარეთი

23. დიდი ბრიტანეთი

24. ნიდერლანები

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში თბილისში ითამაშებს და მისი მეტოქეები ესპანეთი, ბელგია, თურქეთი, ბულგარეთი და მონტენეგრო იქნებიან.

0.126354