სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა მეორე ტურის საუკეთესო გოლების ხუთეული გამოავლინა და ხვიჩა კვარაცხელიას ორივე გოლი გამოარჩია. "მონცასთან" მეორე გოლს მეხუთე, ხოლო პირველ გოლს მეორე ადგილი ერგო. კვარაცხელიას გოლმა მხოლოდ დომენიკო ბერარდის "ლეჩესთან" გატანილ გოლს ვერ აჯობა.