ფეხბურთი

1:56 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" პრემიერლიგაში მოგების გარეშეა, დარვინ ნუნიესს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება

„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ცუდი სტარტი აიღო. იურგენ კლოპის გუნდმა ჯერ „ფულჰემს“ ვერ მოუგო, ახლა კი საკუთარ მოედანზე - „კრისტალ პალასს“.

ეგ კი არა, ორჯერვე „წითლები“ აგებდნენ და მარცხს გადაურჩნენ. ასე რომ შეიძლება ითქვას, ქულები არათუ დაკარგეს, არამედ მოიპოვეს. „კრისტალ პალასმა“ ტაიმი „ენფილდ როუდზე“ ვილფრიდ ზაჰას გოლით მოიგო, რასაც მეორე ტაიმში ლუის დიასმა უპასუხა - 1:1.

57-ე წუთზე „ლივერპულს“ დარვინ ნუნიესი გაუძევეს, რომელმაც მეტოქეს მკერდში თავი ჩაარტყა და დიდი ალბათობით, ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას ვერ გადაურჩება.

ასეა თუ ისე, „ლივერპულს“ ორ ტურში მხოლოდ ორი ქულა აქვს, მომდევნო შეხვედრას კი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამართავს, რომელსაც თავისი გაჭირვება აქვს და უქულოდ სატურნირო ცხრილის ფსკერზეა დალექილი.

„ლივერპული“ – „კრისტალ პალასი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ზაჰა (32), 1:1 ლუის დიასი (61)

0.116712