ფეხბურთი

18:17 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კარლოსმა მძიმე ტრავმა მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მცველმა დიეგო კარლოსმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ ბრაზილიელი მცველი მსოფლიოს ჩემპიონატსაც გამოტოვებს, სადაც ბრაზილიის ნაკრების სიაში მოიაზრებოდა. კარლოსმა სერიოზული ტრავმა ლივერპულის „ევერტონთან“ შეხვედრაში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დიეგო კარლოსი „ასტონ ვილას“ მიმდინარე ზაფხულს ესპანური „სევილიადან“ შეუერთდა და ინგლისურ კლუბში მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113626