ფეხბურთი

19:19 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები ცნობილია

უეფა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს და დღეს სამი ნომინანტი გახდა ცნობილი.

კარიმ ბენზემას, ტიბო კურტუასა და კევინ დე ბრუინს შორის ერთ-ერთი გასული სეზონის უეფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. გარდა ამისა, ცნობილია სამი ნომინანტი მწვრთნელებს შორის.

საუკეთესო ფეხბურთელი

კარიმ ბენზემა (რეალი)

ტიბო კურტუა (რეალი)

კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

საუკეთესო მწვრთნელი

კარლო ანჩელოტი (რეალი)

პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი)

იურგენ კლოპი (ლივერპული)

შეგახსენებთ, რომ უეფა საუკეთესოებს 25 აგვისტოს, ჯგუფური ეტაპის წილისყრამდე გამოავლენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112665