სხვა

16:09 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ნეფარიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა!

ქართველმა ძალოსანმა ლერი ნეფარიძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. მოს ანგარიშზე 1 ბრინჯაო და 2 ვერცხლია! საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით პოლონეთში მიმდინარე 15 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეც წარმატებულად დაიწყო.

კონტინენტის პირველობაზე ლერი ნეფარიძემ (61 კგ.) ატაცში სამივე ცდა 94/97/98 წარმატებით გამოიყენა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 115/118/123 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეპატრონა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 221 კილოგრამიც ვერცხლის მედლის მომტანი გახდა.

ნეფარიძემ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა აკვრასა და ორჭიდში ხუთ-ხუთი კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდები.

0.117947