ფეხბურთი

15:37 | 8.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "ნაპოლი" ნორვეგიელ გარემარბს დაიმატებს და კვარაცხელიას ალტერნატივა იქნება

იტალიური „ნაპოლი“ ნორვეგიის ნაკრებისა და „ბოდო გლიმტის“ ნახევარმცველ ოლა სოლბაკენს დაიმატებს, მაგრამ იანვრის სატრანსფერო პერიოდში.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია. საინტერესოა, რომ სოლბაკენი ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაზე თამაშობს და წყაროს თანახმად, სწორედ ნორვეგიელი იქნება ქართველის ალტერნატივა, რომელიც ხვიჩას რიგ შემთხვევებში შეცლის და დასვენების საშუალების მისცემს.

„იანვარში „ნაპოლი“ უფასოდ ხელში ჩაიგდებს სოლბაკენს, რომელიც „ბოდო გლიმტის“ გარემარბია. ის იქნება კვარაცხელიას ალტერნატივა ზამთრიდან, ახლა კი ეს როლი ელიფ ელმასს აქვს“, - წერს ცნობილი გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ ოლა სოლბაკენი „ბოდო გლიმტში“ 2020 წლიდან თამაშობს და 79 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი, ნორვეგიის ნაკრებში კი ორჯერ ითამაშა.

0.111661