მთავარი

0:45 | 8.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

2016 წლის 8 აგვისტოს შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე რუსი იარცევი დაამარცხა

დღეს 8 აგვისტოა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღე. სანამ იარსებებს საქართველო და სანამ ვიქნებით ქართველი ხალხი ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება და არასდროს დაგვაიწყდება ქართველი გმირები, რომლებიც ჩვენი სამშობლოსთვის რუსულ აგრესიას შეეწირნენ.

2016 წლის 8 აგვისტოს. ამ მძიმე დღიდან 8 წლის თავზე კი, ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე რუსი დენის იარცევი დაამარცხა და ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა. ლაშას ეს გამარჯვება და მისი ჟესტი რთულად დასავიწყებელია. კომენტატორმა თქვა "8 აგვისტოს ქართველი რუსთან არ წააგებდა" და დიახ არ წააგებდა, არც წააგო და არც მომავალში წააგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121384