რაგბი

11:40 | 7.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად - ახალი ზელანდია მეხუთე პოზიციამდე დაქვეითდა

რაგბიში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირი "Rugby championship" ( 4 ერი) დაიწყო. განსაკუთრებულ ინტერესს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირება იწვევდა. ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელი იყო მატჩის ასეთუ განვითარება, რადგან "სპრინგბოქსმა" "ოლბლექსი" ძალიან დამაჯერებლად 26:10 დაამარცხა.

ამ მარცხის შედეგად ზელანდიელებს 0.80 ქულა დააკლდათ და live რეიტინგში მეხუთე ადგილზე დაქვეითდნენ. ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესახ ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრები მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა.

რეიტინგს 90.03 ქულით ირლანდია ლიდერობს. მეორეზე 89.41 ქულით საფრანგეთია, ამდენივე ქულით მესამე ადგილზეა მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა. შემდეგ მოდის ინგლისი 86.25 ქულით და მეხუთეზე-ახალი ზელანდიაა.

გეტყვით იმასაც, რომ Rugby championship-ის პირველი ტურის მეორე შეხვედრაში ავსტრალიამ არგენტინა 41:26 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118094