სხვა

0:46 | 5.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პარიზი 2024-მა სლოგანი წარმოადგინა

პარიზის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა 2024 წლის თამაშების სლოგანი წარმოადგინა- Games wide open (ფართოდ გახსნილი თამაშები).

"ამ ახალ სლოგანში მკაფიოდ ჩანს პარიზი-2024-ის სწრაფვა ოლიმპიური დღის წესრიგი 2020-ის შესაბამისად განაახლოს თამაშების მოდელი, რაც თავის მხრივ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მონაწილეობისთვის კარის გაღებას გულისხმობს. გახსნის ცერემონიის სენას სანაპიროზე, ქალაქის მნიშვნელოვან ადგილებში კი სპორტული ასპარეზობების ჩატარება, ასევე პარიზის სხვადასხვა ღონისძიებები გააერთიანებს ადამიანებს როგორც მოედნებზე, ისე მათ მიღმა, პირადად და ონლაინ, - განმარტავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი, - ასეთ მიდგომას საკვანძო მნიშვნელობა ექნება მომავალი თაობის შთაგონებისთვის. საფრანგეთში და მთელ მსოფლიოში უფრო მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება შეიგრძნოს ოლიმპიური სული და მისი ღირებულებები. ყოველივე ხელს შეუწყობს 2024 წლის თამაშების შემდეგ მყარი მემკვიდრეობის დატოვებას."

GEONOC.ORG.GE

0.111448